---
title: "მუხლი 28. განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/28"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "28"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/28

განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების დროს გარკვეულ ტერიტორიაზე შეიძლება დადგინდეს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნები, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებს დასახლებული პუნქტის ტერიტორიის საზღვრების გარეთ ხანძრის ლოკალიზაციაში მოსახლეობის ჩაბმას, ფიზიკური პირებისთვის ტყეში შესვლის შეზღუდვას ან დამატებითი ზომების მიღებას (დასახლებული პუნქტის ტერიტორიის საზღვრებს შორის ხანძარსაწინააღმდეგო მანძილების გაზრდა, ხანძარსაწინააღმდეგო მინერალიზებული ზოლების შექმნა), რომლებიც შეზღუდავს ტყის ხანძრისა და სხვა ხანძრის გავრცელებას დასახლებული პუნქტის ტერიტორიის საზღვრების გარეთ, მომიჯნავე ტერიტორიაზე.
თავი VI
აღდგენითი სამუშაოები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/29.md
