---
title: "მუხლი 32. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/32"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "32"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/32

1. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებია:
ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების კუთვნილი შენობა-ნაგებობები;
ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სპორტული, სამედიცინო და სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები;
გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ობიექტები;
დ) 28 მეტრზე მაღალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები;
ე) 2 და 2-ზე მეტი მიწისქვეშა სართულის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები;
ვ) მრავალფუნქციური შენობები და კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები და კომპლექსები, ჰიპერმარკეტები, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროების (მათ შორის, საოჯახო სასტუმროს), ტურისტული ბაზების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, კემპინგების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების (რესტორნების) შენობა-ნაგებობები;
ზ) 2000 მ
2
და 2000 მ
2
-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე საცალო და საბითუმო სავაჭრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები/ტერიტორია;
თ) სარკინიგზო ტრანსპორტისა და საავტომობილო ტრანსპორტის სადგურები, აგრეთვე მეტროპოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა-ნაგებობები;
ი) 500 მ
3
და 500 მ
3
-ზე მეტი საერთო მოცულობის ავზების მქონე ნავთობის ბაზები და ტერმინალები, ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსების (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურების), თბოელექტროსადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურების შენობა-ნაგებობები;
კ) 1000 მ​
2
და 1000 მ
2
-ზე მეტი ფართობის მქონე ხანძარსაშიში ნივთიერების, მასალის, პროდუქციისა და ნედლეულის სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები;
ლ) მარცვლეულის შესანახი ან/და გადამამუშავებელი საწარმოები (წისქვილკომბინატები), აფეთქებახანძარსაშიში ობიექტები, აგრეთვე ხანძარსაშიში ობიექტები, რომლებსაც აფეთქებახანძარსაშიში სათავსი ან/და უბანი აქვს;
მ) სახანძრო ჰიდრანტები (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა).

2. სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. აკრძალულია იმ ობიექტზე ზედამხედველობის განხორციელება, რომელიც არ მიეკუთვნება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს.

4. შენობა-ნაგებობისა და სათავსის ხანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიში კატეგორიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციის შედეგად მოსახლეობის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებიდან განსაზღვრავს მასობრივი თავშეყრის ობიექტებს და ადგენს მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/33.md
