---
title: "მუხლი 34. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მოვალეობები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/34"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "34"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მოვალეობები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/34

სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები ვალდებული არიან:
ა) შეასრულონ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები;
ბ) შეიმუშაონ და მიიღონ სახანძრო უსაფრთხოების ზომები;
გ) შეასრულონ ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიწერილობა და სხვა კანონიერი მოთხოვნა;
დ) ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინონ მას ინფორმაცია/შესაბამისი დოკუმენტაცია შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის, ამ ობიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის ხანძარსაშიშროების, აგრეთვე მათ ტერიტორიაზე წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის, მათ შორის, ხანძრის, და მისი შედეგების შესახებ;
ე) უზრუნველყონ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთა შესვლა ობიექტის ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობაში, აგრეთვე მათ შეუქმნან ზედამხედველობის განსახორციელებლად შესაბამისი სამუშაო პირობები და ხელი არ შეუშალონ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში;
ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეატყობინონ ხანძარსაწინააღმდეგო გზებსა და გასასვლელებში ცვლილებების შესახებ;
ზ) შეასრულონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/35.md
