---
title: "მუხლი 35. პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევისთვის — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/35"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "35"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევისთვის — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/35

1. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა ეკისრება:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში − ფიზიკურ პირს;
ბ) მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში − მეწარმე სუბიექტს ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
გ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − შესაბამის დაწესებულებას.

2. (ამოღებულია - 06.09.2022, №1715).

3. საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.
თავი VIII
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/36.md
