---
title: "მუხლი 44¹. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/44-1"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "44^1"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44¹. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 44¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/44-1

1. სამინისტრო შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტებს, რომლებითაც განისაზღვრება:
ა) თავშესაფრების მახასიათებლები და მათი აღრიცხვის წესი;
ბ) ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის დებულება;
გ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმა;
დ) ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესი.

1¹. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტების შესამუშავებლად სამინისტროს ინიციატივით შეიძლება შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია ან/და სამუშაო ჯგუფი.

2. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ადგენს:
ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფის მოთხოვნებს, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალს და ამ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნებს;
ბ) ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების შემუშავების წესს;
გ) საგანგებო სიტუაციის დროს სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულების წესს;
დ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებშიც აუცილებელია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შექმნა;
ე) წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესს;
ვ) პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტისა და დეკლარაციის შემუშავების წესს;
ზ) ტექნიკურ რეგლამენტს − კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობისა და შემოწმების წესს;
თ) ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციისა და მისი შედეგების აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების წესს.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №802 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
თავი IX
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/45.md
