---
title: "მუხლი 45. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/45"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "45"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/45

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოსამსახურედ მიიღება (თანამდებობაზე დაინიშნება) საქართველოს მოქალაქე/უცხოელი, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, აქვს არანაკლებ სრული ზოგადი განათლება, თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

1¹. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მისაღები პირის (კანდიდატის) ჯანმრთელობის მდგომარეობის სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება შემოწმდეს აგრეთვე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა) საშუალებით.

2. უცხოელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სახით.

3. პირს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა, სამოქალაქო პირისა, სხვა საჯარო მოსამსახურისა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება.

4. მოსამსახურის სამსახურში მიღებისა და მის მიერ სამსახურის გავლის წესი, მათ შორის, ის საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1151 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/44-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/46.md
