---
title: "მუხლი 46. სპეციალური კონკურსი — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/46"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "46"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. სპეციალური კონკურსი — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/46

1. სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, პირი ინიშნება სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას პირმა (კანდიდატმა) შემოწმება უნდა გაიაროს. შემოწმება გულისხმობს პირის პერსონალური მონაცემების გადამოწმებას/მოძიებას. შემოწმების დაწყებამდე პირი აცხადებს წერილობით თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე.

4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. თუ სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, კანდიდატებს თანაბარი შედეგები აქვთ, სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აქვს გავლილი.

6. სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, მოსამსახურე დებს ფიცს. მოსამსახურის ფიცის ტექსტს ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/47.md
