---
title: "მუხლი 47¹. მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/47-1"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "47^1"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47¹. მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 47¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/47-1

1. მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად სამინისტრო უფლებამოსილია მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე მოსამსახურესთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისა და მისი სამსახურიდან დათხოვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1151 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/48.md
