---
title: "მუხლი 47. სამსახურში მიღებისა და მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/47"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "47"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. სამსახურში მიღებისა და მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/47

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით ან/და ფსიქიკური სნეულებით დაავადებული პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;
ზ) პირი, რომელმაც შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო;
თ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, შვილს, გერს, დას, ძმას, მეუღლის დას, ძმას ან მშობელს;
ი) სხვა ქვეყნის მოქალაქე ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), გარდა საქართველოს კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღებისას შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან არასწორი მონაცემები წარადგინა;
ლ) 60 წელს მიღწეული პირი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);
მ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2. მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) არა აქვს უფლება, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) ან სხვა საჯარო დაწესებულებაში/კერძო დაწესებულებაში ეკავოს სხვა თანამდებობა. მოსამსახურის მიერ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება ან შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება დასაშვებია მხოლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში.

3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანხმობით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან სხვა საჯარო დაწესებულებაში/კერძო დაწესებულებაში ეკავოს სხვა თანამდებობა. ეს ხელს არ უნდა უშლიდეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

4. მოსამსახურეს  ეკრძალება  გაფიცვა,  შეკრებასა  და  მანიფესტაციაში  მონაწილეობა და პოლიტიკური პარტიის წევრობა.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/47-1.md
