---
title: "მუხლი 49. მოსამსახურის სამუშაო დრო — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/49"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "49"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. მოსამსახურის სამუშაო დრო — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/49

1. მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველისთვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დღე.

3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სამსახური გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/50.md
