---
title: "მუხლი 53. მოსამსახურის სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/53"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "53"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. მოსამსახურის სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/53

1. მოსამსახურე თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან მისი სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის დროს.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს სამსახურებრივი მოვალეობის დროებით შესრულება.

3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/54.md
