---
title: "მუხლი 54. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ასაკობრივი შეზღუდვა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/54"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "54"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ასაკობრივი შეზღუდვა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/54

1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკია:
ა) უმცროსი სპეციალური წოდების ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა – 55 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა – 60 წელი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა – 65 წელი.

2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო ცნობის/დასკვნის არსებობისას სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს საკუთარი სურვილით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანხმობით შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურში ყოფნის ვადა ზღვრული ასაკის ზევით არაუმეტეს 5 წლისა.

3. სამსახურში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს მოსამსახურის სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საფუძვლით გათავისუფლების შესაძლებლობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/55.md
