---
title: "მუხლი 55. მოსამსახურის წახალისება და წახალისების ფორმები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/55"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "55"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. მოსამსახურის წახალისება და წახალისების ფორმები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/55

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სიგელით დაჯილდოება;
ე) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ვ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა;
თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;
კ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლით დაჯილდოება.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715);
ბ) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715);
გ) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715);
დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა;
ე) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჟეტონით დაჯილდოება.

3. მოსამსახურის მიმართ ერთდროულად შეიძლება წახალისების რამდენიმე ფორმა იქნეს გამოყენებული.

4. მოსამსახურის წახალისების წესსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესს ამტკიცებს მინისტრი.

5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/56.md
