---
title: "მუხლი 56. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური სახდელის სახეები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/56"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "56"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური სახდელის სახეები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 56 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/56

1. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება;
გ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
დ) ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენა, განურჩევლად იმისა, ის სამსახურშია ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;
ე) შესაბამის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
ვ) მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავტორიტეტს;
ზ) შრომის დისციპლინის დაცვის წესის დარღვევა;
თ) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.

2. მოსამსახურისთვის  დისციპლინური  პასუხისმგებლობის  დაკისრების წესს ამტკიცებს მინისტრი.

3. დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო მოსამსახურის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ე) თანამდებობიდან გათავისუფლება/სამსახურიდან დათხოვნა.

4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის სახეებისა, შეიძლება დისციპლინური სახდელის სახედ გამოყენებულ იქნეს აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიიდან ამოღება.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/57.md
