---
title: "მუხლი 59. მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/59"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "59"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/59

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს.

2. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

4. მოსამსახურეს, რომელიც უარს ამბობს აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ხოლო აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების გამცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

5. მოსამსახურეს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/60.md
