---
title: "მუხლი 6. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა მოვალეობები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/6"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "6"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა მოვალეობები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/6

სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირი ვალდებულია:
ა) ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
ბ) რეაგირების ძალების ინციდენტის ადგილზე მისვლამდე შეძლებისდაგვარად მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს ან/და ქონების გადასარჩენად;
გ) შეასრულოს სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები;
დ) არ მიიღოს მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებულ ისეთ ქმედებებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლეს ან/და რომლებიც საგანგებო სიტუაციის რისკს გაზრდის, ან თავად არ წამოიწყოს ასეთი ქმედებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/7.md
