---
title: "მუხლი 60. მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/60"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "60"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 60 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/60

1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დავალების ხასიათიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს ან/და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

2. მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი უკიდურესი ღონისძიების სახით, შექმნილი საფრთხისაგან (მათ შორის, საშიში ცხოველის თავდასხმისაგან) სხვისი ან/და საკუთარი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დასაცავად.

3. მოსამსახურე ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს.

4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას, აგრეთვე მათი შენახვის, გამოყენებისა და ტარების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/61.md
