---
title: "მუხლი 62. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/62"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "62"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 62 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/62

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობები, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და საშუალებებით, აგრეთვე უზრუნველყოს სამსახურის მეხანძრე-მაშველთა მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/63.md
