---
title: "მუხლი 64. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის წელთა ნამსახურობის დანამატი — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/64"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "64"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის წელთა ნამსახურობის დანამატი — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 64 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/64

მოსამსახურეს, რომელსაც მიენიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება, ყოველთვიურად ეძლევა სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე (თანამდებობრივ სარგოსა და წოდებრივ სარგოზე) დანამატი (წელთა ნამსახურობის დანამატი) შემდეგი პროცენტული ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე ნამსახურობისათვის – 5 პროცენტი;
ბ) 2-დან 5 წლამდე ნამსახურობისათვის – 10 პროცენტი;
გ) 5-დან 10 წლამდე ნამსახურობისათვის – 15 პროცენტი;
დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისათვის – 20 პროცენტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/65.md
