---
title: "მუხლი 65. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/65"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "65"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 65 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/65

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;
ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 10 000 (ათი ათასი) ლარი.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს ამ მეხანძრე-მაშველის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული და საქმიანი თვისებებისა და განათლების შესაბამის სხვა თანამდებობაზე დასაქმებას.

3. მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1273 - ვებგვერდი, 22.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/65-1.md
