---
title: "მუხლი 67. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების სახეები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/67"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "67"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების სახეები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 67 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/67

სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების სახეებია:
ა) ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების ხანძრისაგან ან/და საგანგებო სიტუაციისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) სახანძრო უსაფრთხოების ზომების ან/და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შემუშავება, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ან/და საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის საკითხებზე ტექნიკური კონსულტაციების გაწევა;
გ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების ან/და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზაციული ან/და ტექნიკური გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავება;
დ) საპროექტო სამუშაოების შესრულება;
ე) სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კამპანიის ჩატარება, სპეციალური ლიტერატურისა და სარეკლამო პროდუქციის გამოშვება;
ვ) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობისა და სისტემის მონტაჟი, გამართვა, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება;
ზ) ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის სახანძრო უსაფრთხოების გამოცდა;
თ) ცეცხლდამცავი და საღუმელე სამუშაოების შესრულება;
ი) სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის მართვის ორგანიზების სწავლება;
კ) სახანძრო-ტექნიკური პროდუქტის წარმოება, შესყიდვა და საქართველოში შემოტანა;
ლ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შენობის, ნაგებობისა და სათავსის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და შეკეთება;
მ) წყალზე სამაშველო სამუშაოების ჩატარება, გარდა „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა;
ნ) ცეცხლსაშიში სამუშაოების, მასობრივი, სანახაობრივი ან/და სპორტული ღონისძიებების ჩატარების დროს (გარდა უშუალოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, საქველმოქმედო ღონისძიებებისა, როდესაც მომსახურება უსასყიდლოდ გაიწევა) სახანძრო/სამაშველო, საავარიო-სამაშველო ტექნიკით ან/და ეკიპაჟით მომსახურება;
ო) ფილმის, რეკლამის ან კლიპის გადაღებისას, აეროპორტში ფრენის განხორციელების პერიოდში ან/და სხვა ღონისძიების/სამუშაოს ჩატარების დროს (გარდა უშუალოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, საქველმოქმედო ღონისძიებებისა, როდესაც მომსახურება უსასყიდლოდ გაიწევა) სახანძრო/სამაშველო, საავარიო-სამაშველო ტექნიკით ან/და ეკიპაჟით მომსახურება;
პ) სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ მიმართული სხვა სამუშაოები და მომსახურება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/68.md
