---
title: "მუხლი 68. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/68"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "68"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 68 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/68

1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევის უფლება აქვთ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

2. ამ კანონის 67‐ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა არის სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც მხარეებს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

3. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო უფლებამოსილია ამ კანონის 67-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად მხარეებს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისაგან დროებით სარგებლობაში მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
თავი XII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/69.md
