---
title: "მუხლი 8. საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/8"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "8"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/8

1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავების, ეროვნული სისტემის განვითარების, შესაბამისი რისკების შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან სამეცნიერო-კვლევითი სფეროს ან/და დარგობრივი საექსპერტო წრეების წარმომადგენელთაგან იქმნება საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო.

2. საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს წევრობა არ ანაზღაურდება. საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

3. საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/9.md
