---
title: "მუხლი 9. სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაფინანსება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/9"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "9"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაფინანსება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/9

1. ამ კანონით, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმითა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებები ფინანსდება შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ბიუჯეტებიდან და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

2. სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებებს ორგანიზაციები ამ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებებისა და დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში აფინანსებენ საკუთარი სახსრებით, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და სამედიცინო დაწესებულებები − შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე.
თავი III
საგანგებო სიტუაციის პრევენცია და მზადყოფნა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/10.md
