---
title: "მუხლი 10. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/10"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "10"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/10

სივრცის დაგეგმარების გეგმები (საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა, ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმა, მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა) და ქალაქთმშენებლობითი გეგმები (გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა) ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით
დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში. ამასთანავე, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართის 9.2 ან/და 11.2 ნაწილით გათვალისწინებული ის საქმიანობები, რომლებიც  განსაზღვრულია იმ ქალაქთმშენებლობითი გეგმებით (გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა), რომლებზედაც ჩატარებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურა, აღარ ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკრინინგის პროცედურას.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №789 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/11.md
