---
title: "მუხლი 15. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ამოცანები — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/15"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "15"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ამოცანები — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 15 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/15

1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ამოცანებია: ქვეყნის მთელი ტერიტორიის სივრცითი მოწესრიგება, განვითარება და სათანადო უზრუნველყოფა, აგრეთვე ქვედა დონეზე კოორდინირებული სივრცის დაგეგმარების განხორციელების წინაპირობების შექმნა.

2. სივრცის დაგეგმარების სპეციალური ამოცანების გადასაწყვეტად შესაძლებელია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განისაზღვროს ისტორიულ-კულტურული, ეკონომიკური ან/და სხვა ნიშნით იდენტიფიცირებული გეგმარებითი ერთეული.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გეგმარებითი ერთეულისთვის სააგენტო ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შეიმუშავებს და სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სივრცის დაგეგმარების გეგმას.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №952– ვებგვერდი, 05.09.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/14-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/16.md
