---
title: "მუხლი 19. ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/19"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "19"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 19 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/19

1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება ხორციელდება ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ ორ სტადიად:
ა) I სტადია − საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება;
ბ) II სტადია − საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება.

2. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია უნდა მოიცავდეს ქვეყნის სივრცის დაგეგმარების ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, მათი მიღწევისა და გადაწყვეტის გზებს.

3. სააგენტოს მიერ შემუშავებულ საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციას და ამ კონცეფციაზე დასკვნას სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

4. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება ხდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე.

6. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმაზე სააგენტოს მიერ წარმოდგენილ დასკვნას სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

7. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმას სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1516 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №952– ვებგვერდი, 05.09.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/20.md
