---
title: "მუხლი 28. მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების საფუძველი და ამ გეგმის ამოცანები — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/28"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "28"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების საფუძველი და ამ გეგმის ამოცანები — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 28 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/28

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება.

2. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის ამოცანებია: შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების ფიზიკური გარემოს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, განვითარება და სათანადო უზრუნველყოფა.

3. მუნიციპალიტეტების შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია შემუშავდეს მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმა. ამ შემთხვევაში მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის საბოლოო პროექტი სამართლებრივი კონსულტაციისთვის წარედგინება სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 137-ე მუხლით
დადგენილი წესის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/29.md
