---
title: "მუხლი 30. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/30"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "30"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 30 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/30

1. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება იწყება ამ კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შეთანხმების საფუძველზე.

2. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის შემუშავების უზრუნველსაყოფად შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულო ამტკიცებს ერთობლივი საბჭოს შემადგენლობასა და დებულებას. ერთობლივი საბჭო საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავითა
და ერთობლივი საბჭოს დებულებით დადგენილი წესებით.

3. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმა ერთობლივი საბჭოს წარდგინებით მტკიცდება შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოების ერთობლივი ნორმატიული აქტით.

4. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების წესი და ამ გეგმის შინაარსი განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით
.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/31.md
