---
title: "მუხლი 32. მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმაში მომიჯნავე მუნიციპალიტეტების ინტერესების გათვალისწინება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/32"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "32"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმაში მომიჯნავე მუნიციპალიტეტების ინტერესების გათვალისწინება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 32 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/32

1. ჰარმონიზებული განვითარების უზრუნველსაყოფად მულტიმუნიციპალური/ მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა, მომიჯნავე მუნიციპალიტეტების ინტერესები ან მოქმედი გეგმების მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის, მულტიმუნიციპალური/ მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების დაწყებისთანავე შესაბამისი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ამ გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებასთან დაკავშირებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში მომიჯნავე მუნიციპალიტეტების ჩართვას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/33.md
