---
title: "მუხლი 34. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილების შეტანა — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/34"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "34"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილების შეტანა — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 34 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/34

1. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დაინტერესებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, თუ ეს ცვლილება არ ეხება საერთო ინტერესებს. ამ შემთხვევაში მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილების შეტანასთანდაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული უნდა იქნეს მომიჯნავე მუნიციპალიტეტი.

2. თუ მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმაში შესატანი ცვლილება ეხება საერთო ინტერესებს, დაინტერესებული მუნიციპალიტეტის მოთხოვნის საფუძველზე ამ გეგმაში აღნიშნული ცვლილება შეიტანება ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის თანხმობის საფუძველზე.

3. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის ძალადაკარგულად გამოცხადება ხდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი VI
ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა და მისი განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/35.md
