---
title: "მუხლი 49. ქალაქთმშენებლობით გეგმაში ცვლილების შეტანით ან/და ამ გეგმის გაუქმებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/49"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "49"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. ქალაქთმშენებლობით გეგმაში ცვლილების შეტანით ან/და ამ გეგმის გაუქმებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 49 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/49

1. უძრავი ნივთის მესაკუთრეს ან მის კანონიერ მოსარგებლეს უფლება აქვს, მოითხოვოს იმ პირდაპირი ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა უფლებამოსილი ორგანოს მიერ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილების შეტანის ან ამ გეგმის გაუქმების გამო. ამ შემთხვევაში ზიანის ოდენობა გამოითვლება იმ ფინანსური დანახარჯის მიხედვით, რომელიც გასწია უძრავი ნივთის მესაკუთრემ ან მისმა კანონიერმა მოსარგებლემ სამშენებლო საქმიანობის/საპროექტო საქმიანობის განხორციელებისას და რომელიც უშუალოდ გამომდინარეობდა აღნიშნული გეგმიდან. ზიანის ოდენობა შესაძლებელია დადგინდეს უძრავი ნივთის მესაკუთრეს ან/და მის კანონიერ მოსარგებლესა და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. შეუთანხმებლობის შემთხვევაში უძრავი ნივთის მესაკუთრეს ან მის კანონიერ მოსარგებლეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნის უფლება აღარ არსებობს, თუ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილების შეტანიდან ან ამ გეგმის გაუქმებიდან 5 წელია გასული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/50.md
