---
title: "მუხლი 57. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების თაობაზე დაინტერესებული პირის ინფორმირება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/57"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "57"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების თაობაზე დაინტერესებული პირის ინფორმირება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 57 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/57

1. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ, ამ ღონისძიების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა, უნდა მიეწოდოს ყველა დაინტერესებულ მესაკუთრეს ან/და უძრავი ქონების მოსარგებლეს. დაინტერესებული პირის ინფორმირება ხდება საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ, საზოგადოებისათვის თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებით, აგრეთვე შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

2. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება,
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლით
დადგენილი წესის შესაბამისად წარადგინოს თავისი მოსაზრება შესაბამის მუნიციპალიტეტში ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/58.md
