---
title: "მუხლი 65. მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების ძირითადი საფუძველი — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/65"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "65"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65. მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების ძირითადი საფუძველი — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 65 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/65

1. მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების ძირითადი საფუძველია განაშენიანების დეტალური გეგმა, ამ კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად.

2. სხვა შემთხვევები, რომლებსაც არ მოიცავს ამ მუხლის პირველი ნაწილი, რეგულირდება ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლებისა და ძირითადი დებულებების შესაბამისად.

3. თუ განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით დადგენილია ფუნქციური ზონის ცვლილება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შედეგად დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენილი მიმართვა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების თაობაზე არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საფუძველი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/66.md
