---
title: "მუხლი 7. დარგობრივი გეგმის თავსებადობა ინტეგრირებულ გეგმებთან — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/7"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "7"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. დარგობრივი გეგმის თავსებადობა ინტეგრირებულ გეგმებთან — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/7

1. დარგობრივი გეგმა უნდა შეესაბამებოდეს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების მოთხოვნებს.

2. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იერარქიულად ზემდგომ დარგობრივ გეგმას და უნდა ითვალისწინებდეს მის მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის თავსებადობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს როგორც დაგეგმვის მიზნების ჩამოყალიბებისას და დაგეგმვის კონცეფციის შედგენისას, ისე გეგმების პროექტის შემუშავების, განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების პროცესში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/8.md
