---
title: "მუხლი 74. მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონის რეგულირება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/74"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "74"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონის რეგულირება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 74 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/74

1. მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონის რეგულირების მიზანია ინსოლაციის, ბუნებრივი განათებულობის, განიავების, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციისა და ტერიტორიის გამწვანების მიმართ მოთხოვნათა დაცვა.

2. მიჯნის ზონა არის ორი სახის:
ა) საზოგადოებრივი მიჯნის ზონა;
ბ) სამეზობლო მიჯნის ზონა.

3. სამეზობლო მიჯნის ზონის დაცვა აუცილებელი არ არის, თუ განაშენიანების გეგმით ან/და განაშენიანების დეტალური გეგმით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სავალდებულოა ან ნებადართულია შენობა-ნაგებობის მიწის ნაკვეთის საზღვარზე განთავსება.

4. მიჯნის ზონების რეგულირება ხდება ძირითადი დებულებებით. ძირითადი დებულებები უნდა მოიცავდეს:
ა) მიჯნის ზონების ერთმანეთთან მიმართებას და შენობა-ნაგებობის დაშორების ანგარიშის წესს;
ბ) მიჯნის ზონის მიმართ შენობა-ნაგებობის პარამეტრების (მათ შორის, სიმაღლის) განსაზღვრის წესს;
გ) მიჯნის ზონაში შენობა-ნაგებობის ნაწილების შეჭრის წესს;
დ) მიჯნის ზონაში დამხმარე შენობა-ნაგებობის განთავსების წესს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/75.md
