---
title: "მუხლი 75. მიწის ნაკვეთზე წყალგამტარიანობისთვის აუცილებელი ადგილების შენარჩუნება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/75"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "75"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75. მიწის ნაკვეთზე წყალგამტარიანობისთვის აუცილებელი ადგილების შენარჩუნება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 75 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/75

1. მუნიციპალიტეტი მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს ვალდებულია დაადგინოს მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთზე ნიადაგში წყალგამტარიანობისთვის აუცილებელი თავისუფალი ადგილების შენარჩუნებას, გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით დადგენილი ფართობის გათვალისწინებით.

2. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტით განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ფართობის მინიმალური წილი, რომელიც არ უნდა იყოს დაფარული ან გადაფარული წყალგაუმტარი მასალით, რომლის ქვეშაც არ უნდა არსებობდეს შენობა-ნაგებობა ან/და მისი ნაწილები და რომელიც განკუთვნილია წყალგამტარიანობისა და გამწვანებისთვის.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული თავისუფალი ადგილების შენარჩუნება გულისხმობს აგრეთვე მიწის ზედაპირის ისე მოპირკეთებას, რომ შესაძლებელი იყოს ნიადაგის მიერ წყლის გატარება (წყალგამტარიანობა).
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/74.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/76.md
