---
title: "მუხლი 78. შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/78"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "78"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 78 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/78

1. შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითადი მოთხოვნები დგინდება ამ კოდექსით, ტექნიკური რეგლამენტებითა და სტანდარტებით.

2. საქართველოს მთავრობის მიერ ამ თავით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შენობა-ნაგებობის დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) მიერ შემუშავებული ევროპული სტანდარტები − ევროკოდები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე სხვა საერთაშორისო სამშენებლო რეგლამენტები და სტანდარტები.

3. ამ მუხლით განსაზღვრული რეგლამენტებისა და სტანდარტების შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

4. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შემთხვევაში ამ მუხლით განსაზღვრული რეგლამენტებისა და სტანდარტების შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე შესაბამისი სფეროს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/79.md
