---
title: "მუხლი 81. შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/81"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "81"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 81. შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 81 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/81

შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ მისი ექსპლუატაციის პერიოდში ზღვრული საანგარიშო დატვირთვისას:
ა) ნაგებობის ცალკეულმა ნაწილებმა, მათი შეერთების კვანძებმა, შენობა-ნაგებობის საძირკველმა არ განიცადოს რღვევა და სიმტკიცე შეინარჩუნოს;
ბ) შენობა-ნაგებობამ შეინარჩუნოს მდგრადობა/წონასწორობა, ხოლო მისი დეფორმაცია დასაშვებ ზღვარს არ აღემატებოდეს;
გ) შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციები და საინჟინრო სისტემები იყოს საიმედო და მისი ექსპლუატაციის მთელ პერიოდში, განსაკუთრებით − სეისმური ზემოქმედებისას, აკმაყოფილებდეს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/80.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/82.md
