---
title: "მუხლი 84. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის პერიოდში უსაფრთხოების დაცვა — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/84"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "84"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 84. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის პერიოდში უსაფრთხოების დაცვა — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 84 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/84

1. შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ მისი ექსპლუატაციის პერიოდში საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ელექტროგაყვანილობის დაზიანების, სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების ჩამოცვენის, დაჯახების, აფეთქების, წაქცევის და სხვა საკითხებს.

2. შენობა-ნაგებობის დაპროექტებისას და მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები, რომელთა მიზანია მოსახლეობის საგანგებო სიტუაციებისაგან დაცვის, მოსალოდნელი დანაკარგებისა და ნგრევის შემცირება, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ხელშეწყობისათვის აუცილებელი პირობების შექმნა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/83.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/85.md
