---
title: "მუხლი 87. შენობის ენერგოეფექტიანობა — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/87"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "87"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 87. შენობის ენერგოეფექტიანობა — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 87 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/87

შენობის მაქსიმალური ენერგოეფექტიანობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განაშენიანებაში მისი რაციონალური განლაგებით, ჰორიზონტის მხარეების მიმართ სწორი ორიენტაციით, შემომზღუდავი კონსტრუქციებისა და პარამეტრების თბოტექნიკურ გათვლებზე დაყრდნობით შერჩევით, შემომზღუდავი კონსტრუქციების სათანადო თბოიზოლაციით, ინსოლაციის გაანგარიშებაზე დაყრდნობით მზისგან დამცავი ელემენტების გათვალისწინებით, გათბობის, კონდიცირების, განათების, ვენტილაციის ან/და სხვა თანამედროვე ენერგოდამზოგავი აღჭურვილობა-დანადგარების გამოყენებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/86.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/88.md
