---
title: "მუხლი 88. შენობა-ნაგებობაში განახლებადი ენერგიის გამოყენება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/88"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "88"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 88. შენობა-ნაგებობაში განახლებადი ენერგიის გამოყენება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 88 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/88

1. შენობა-ნაგებობის დაპროექტებისას და მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობა.

2. შენობა-ნაგებობაში განახლებადი ენერგიის გამოყენება შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ტექნიკურ საშუალებებს:
ა) მზის ენერგიის პასიურ გამოყენებას;
ბ) მზის ენერგიის აქტიურ გამოყენებას (მზის ენერგიით მომუშავე წყლის გამათბობელ დანადგარებს, ცხელი წყლით მომარაგების კომბინირებულ სისტემებს, მზის ფოტოელემენტებს);
გ) ქარის ენერგიის გამოყენებას;
დ) გეოთერმული გათბობის/გაგრილების და ცხელი წყლით მომარაგების სისტემებს;
ე) სხვა სისტემებს, რომლებიც იძლევა განახლებადი ენერგიის ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას.
თავი X
ძირითადი მოთხოვნები სამშენებლო მასალის ხარისხის მიმართ

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/87.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/89.md
