---
title: "მუხლი 89. მოთხოვნები სამშენებლო მასალის მიმართ — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/89"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "89"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 89. მოთხოვნები სამშენებლო მასალის მიმართ — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 89 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/89

1. სამშენებლო მასალა გონივრული გამოყენებისა და ვარგისობის ვადის დაცვის შემთხვევაში საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ადამიანის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას.

2. სამშენებლო მასალის მიმართ ძირითადი მოთხოვნები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. მისი შემუშავებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ თავით დადგენილი მოთხოვნები, აგრეთვე შენობა-ნაგებობათა კლასების განმსაზღვრელი მახასიათებლები.

3. სამშენებლო მასალის ბაზარზე განთავსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/88.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/90.md
