---
title: "მუხლი 92. სამშენებლოდ განკუთვნილ ფუნქციურ ქვეზონაში შენობა-ნაგებობის განთავსება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/92"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "92"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92. სამშენებლოდ განკუთვნილ ფუნქციურ ქვეზონაში შენობა-ნაგებობის განთავსება — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 92 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/92

1. სამშენებლოდ განკუთვნილ ფუნქციურ ქვეზონაში დასაშვებია ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელიც შეესაბამება ამ ქვეზონაში ნებადართულ გამოყენების სახეობას.

2. ძირითადი დებულებებით ფუნქციურ ქვეზონაში დაშვებული გამოყენების სახეობის შესაბამისი შენობა-ნაგებობის მშენებლობა შესაძლებელია არ იქნეს ნებადართული, თუ ეს შენობა-ნაგებობა მდებარეობით, მოცულობითა და ფუნქციური დანიშნულებით ეწინააღმდეგება ამ ქვეზონის თავისებურებას ან/და სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს.

3. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ან/და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი შეიძლება გადამეტებულიქნეს მხოლოდ ამ კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას არ მოქმედებს ამ კოდექსის 66-ე−69-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მონაწილეობა, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები (არსებობის შემთხვევაში) ინტერესთა შეჯერების პრინციპის დაცვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/91.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/93.md
