---
title: "მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/1"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "1"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/1

1. ეს კანონი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.

3. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივების მართვა მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად.

4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) დამსაქმებლებზე;
ბ) საქართველოს მოქალაქეებზე;
გ) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე;
დ) აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა პირების მიერ განხორციელებულ, დაგროვებით საპენსიო სქემასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/2.md
