---
title: "მუხლი 14. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/14"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "14"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/14

1. ამ კანონის მიზნებისთვის ნდობითი ვალდებულების მქონე პირები არიან:
ა) მმართველობითი საბჭოს წევრები;
ბ) აღმასრულებელი დირექტორები;
გ) სპეციალიზებული დეპოზიტარი და მის მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილება აქვთ;
დ) ამ კანონის 28 1 მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) და მის (მათ) მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილება აქვთ;
ე) საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით მონაწილეების წინაშე პასუხისმგებელი პირი, რომელიც საპენსიო ფონდს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საინვესტიციო რჩევას აძლევს;
ვ) საპენსიო ფონდის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე დისკრეციული უფლებამოსილება აქვს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მქონე პირად მიიჩნევა სპეციალიზებული დეპოზიტარის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ დასაქმებული პირი, რომელსაც უფლება აქვს, უშუალოდ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით ან/და მის ფარგლებში.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2208 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2286 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/15.md
