---
title: "მუხლი 17. საპენსიო ფონდის საქმიანობის დაფინანსების წყარო, საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტი — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/17"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "17"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. საპენსიო ფონდის საქმიანობის დაფინანსების წყარო, საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტი — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/17

1. საპენსიო ფონდის საქმიანობის დაფინანსების წყაროა მონაწილეთა საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით, რომელიც გამოიხატება საპენსიო აქტივების პროცენტული მოცულობით. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ საფასურის გატანის პერიოდულობა.

2. საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტში განსაზღვრული უნდა იყოს წლიური მომსახურების საფასურის პროცენტული მოცულობა.

3. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო ფონდის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს.

4. არ შეიძლება საპენსიო ფონდის საქმიანობის დასაფინანსებლად საპენსიო ფონდის მიერ მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით მიღებული თანხა დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მასზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ის სხვაგვარად გასხვისდეს საპენსიო ფონდის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მართვის საკომისიოსთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოება (მისი არსებობის შემთხვევაში) განხორციელდება ეტაპობრივად, იმგვარად, რომ არ შეფერხდეს საპენსიო ფონდის ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობა.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/18.md
