---
title: "მუხლი 23. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის განგრძობადობა — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/23"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "23"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის განგრძობადობა — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/23

1. მონაწილე დასაქმებული, რომელსაც დროებით შეუჩერდება ხელფასის სახით თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას. ის საპენსიო შენატანების განხორციელებას განაახლებს ხელფასის სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე. თუ დასაქმებული შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების, დროებითი ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ხელფასის ნებისმიერი მიზეზით არარსებობის გამო შეწყვეტს საპენსიო შენატანების განხორციელებას, საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ამ კანონის შესაბამისად.

2. მონაწილე თვითდასაქმებული, რომელსაც დროებით შეუჩერდება თვითდასაქმებულის შემოსავლის მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას. საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ამ კანონის შესაბამისად. თვითდასაქმებული საპენსიო შენატანების განხორციელებას განაახლებს თვითდასაქმებულის შემოსავლის მიღების აღდგენისთანავე.

3. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601) .

4. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601) .
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
თავი V. საპენსიო აქტივები და მათი ინვესტირება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/24.md
