---
title: "მუხლი 24. მონაწილის უფლება საპენსიო აქტივებზე — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/24"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "24"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. მონაწილის უფლება საპენსიო აქტივებზე — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/24

1. საპენსიო აქტივები, პორტფელის ერთეულები, რომლებიც მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება, მისი საკუთრებაა. მონაწილეს აღნიშნული საკუთრების განკარგვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას ან ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. არ შეიძლება მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივებზე/ პორტფელის ერთეულებზე მისი ქონებრივი უფლებები დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მათზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ისინი სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის, საპენსიო ფონდის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები/პორტფელის ერთეულები აღსრულებას არ ექვემდებარება და ვერ იქნება შეტანილი მონაწილის/პენსიის მიმღების, საპენსიო ფონდის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) გაკოტრების მასაში.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/25.md
