---
title: "მუხლი 31. მონაწილის წინაშე წლიური ანგარიშგება — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/31"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "31"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. მონაწილის წინაშე წლიური ანგარიშგება — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/31

1. საპენსიო ფონდი მონაწილეს არანაკლებ კვარტალში ერთხელ აწვდის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მითითებულია საპენსიო შენატანების განხორციელების თარიღები და საინვესტიციო ამონაგები. ეს ინფორმაცია მონაწილეს შეიძლება ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიეწოდოს. მონაწილისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების წესსა და ფორმას განსაზღვრავს საპენსიო ფონდი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში საპენსიო ფონდი ვალდებულია მიაწოდოს მონაწილეს წერილობითი ინფორმაცია მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/32.md
